18 ნოემბერი 2024,   00:27
ვრცლად
დიჯეი ლაშა კაცია პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს

დიჯეი ლაშა კაცია პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს. მუსიკოსი ამტკიცებს, რომ პოლიციელებმა ის ქუჩაში გააჩერეს და მას შემდეგ, რაც მან სამართალდამცველებს ვინაობის დასახლება სთხოვა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ლაშა კაციას თქმით, სამართალდამცველები მას ნარკოტიკის ჩადებითაც ემუქრებოდნენ. კაცია დახმარების თხოვნით არასამთავრობო ორგანიზაციებსაც მიმართავს.

„ფიზიკური შეურაცხყოფა დაკავების მომენტშიც მოხდა და მათ შორის, მანქანაში... გაჩერებულები ვიყავით, სადაც თეთრი ფერის შკოდის მანქანა მოვიდა, ჩავთვალე, რომ მათზე უფრო ზემდგომი პიროვნება მოვიდა ამ დროს, რომელიც ჩაჯდა ასევე, ჩვენს მანქანაში, სადაც მეც ვიმყოფებოდი უკვე ბორკილებდადებული. ამ კაცის მოსვლის დროს, უშუალოდ, ფიზიკური შეურაცხყოფა არ ყოფილა, თუმცა, სიტყვიერ შეურაცხყოფას აგრძელებდნენ,“ - განაცხადა ლაშა კაციამ

ლაშა კაციას თქმით, სამართალდამცავები მას პოლიციის შეურაცხყოფაში ადანაშაულებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი მას სასამართლოში მას უნდა ეღიარებინა. 

„თუ არ ვიზამდი ამას, იყო საუბარი იმაზე, რომ მაინც რაღაცას მოგიძებნით, ან ნარკოტიკს ჩაგიდებთ ან რამეს მოვიფიქრებთ, რომ შენ დაგსაჯოთ იმისთვის, რომ შენ პოლიცია არ გიყვარს,“ - აცხადებს დიჯეი ლაშა კაცია.

შემთხვევა გუშინ მოხდა, დღეს კი ლაშა კაციას სახლში შსს-ს წარმომადგენლები მივიდნენ და სავარაუდოდ, პირველად სახლში გამოკითხავენ. 

კაციების ოჯახს ასევე, უკვე დაუკავშირდნენ თბილისის პროკურატურიდან და გამოკითხვაზე დაიბარეს.

დღის ამბები