18 ნოემბერი 2024,   00:37
ვრცლად
პანკისის ხეობის სოფელ ომალოში 23 წლის ქალი ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა 

უბედური შემთხვევა პანკისის ხეობაში - სოფელ ომალოში 23 წლის ქალი დაიჭრა. მას ცეცხლნასროლი ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიღებული.

ადგილობრივების ინფორმაციით, იარაღი მას შემთხვევით გაუვარდა. დაშავებულს პირველი ოპერაცია ახმეტის, შემდეგ კი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ჩაუტარდა.

ექიმების თქმით, დაჭრილი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა.

დღის ამბები