მუსიკოსი ლაშა კაცია, რომელიც პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს, გენერალურ ინსპექციაში იმყოფება, მანამდე კი ის საცხოვრებელ სახლში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა გამოკითხეს.
დიჯეის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. მუსიკოსი ამტკიცებს, რომ პოლიციელებმა ის ქუჩაში გააჩერეს და მას შემდეგ, რაც მან სამართალდამცველებს ვინაობის დასახლება სთხოვა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ემუქრებოდნენ, რომ ნარკოტიკსაც ჩაუდებდნენ.
კაცია დახმარების თხოვნით არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს.
მუსიკოსის თქმით, სამართალდამცავები მას პოლიციის შეურაცხყოფაში ადანაშაულებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი მას სასამართლოში მას უნდა ეღიარებინა.