ბიზნესმენი მანანა შანავა სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორს, ზუგდიდის მერსა და ვიცე მერს ბიზნესის წართმევაში ადანაშაულებს.
შანავა ამბობს, რომ მას ქალაქის ცენტრში 9 000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი წაართვეს, სადაც აკვაპარკის ასაშენებლად გარკვეული ინვესტიცია უკვე ჩადებული ჰქონდა.
ბიზნესმენის განმარტებით, ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები დაინტერესებული იყვნენ ამ ტერიტორიით და ხელოვნურ ბარიერს ქმნიდნენ.
„ეს იყო მიზანმიმართულად ჩემი განადგურებისთვის. ამით დაინტერესებულები არიან ჩვენი მხარის გუბერნატორი ლევან შონია, ყოფილი მერი ირაკლი გოგოხია და დღევანდელი მოქმედი მერი ლაშა გოგია“-ამბობს შანავა.