კომპანია „აგარის შაქრის“ თანამშრომლები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. ბოლო გამაფრთხილებელ აქციას გაფიცვით უერთდება დასახლებაში მდებარე ყველა კომერციული ობიექტი.
აქციის მონაწილეებს, ასევე, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება და მისი წევრი ორგანიზაციები შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეთა განცხადებით აგარის შაქრის ქარხანა უკვე მეექვსე თვეა გაჩერებულია, რის გამოც მთელი დასახლება უკიდურესად რთულ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა.