18 ნოემბერი 2024,   00:21
ვრცლად
ძლიერი ქარის გამო „რიყე-ნარიყალას“ საბაგირომ მუშაობა შეაჩერა

უამინდობის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა დანაყოფი განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა.

ყველა იმ ქალაქსა და დასახლებულ პუნქტში, სადაც მაღალი რისკია, მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

ძლიერი ქარის გამო „რიყე-ნარიყალას“ საბაგირომ მუშაობა შეაჩერა და დროებით ვერ მოემსახურება მგზავრებს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქარს ხელი არ შეუშლია რეისების განხორციელებაში, თუმცა, აეროპორტის ადმინისტრაციაში არ გამორიცხავენ, რომ დღის ბოლოს მონაცემები შეიცვალოს.

დღის ბოლოს, სავარაუდოდ, 21:00 საათზე მდგომარეობა გაუარესდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში თბილისიდან რამდენიმე შეტყობინება შევიდა, რა დროსაც ხეების მოტეხვის ფაქტი დაფიქსირდა. ქარის გამო ხეების მოტეხვის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

დღის ამბები