18 ნოემბერი 2024,   00:27
ვრცლად
მუსიკოსი ლაშა კაცია პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება

მუსიკოსი ლაშა კაცია, რომელიც პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს, ამ წუთებში თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება, მანამდე კი გენერალურ ინსპექციაში იყო მისული.  

„ყველაზე მეტი კითხვა ძალადობასთან დაკავშირებით დაისვა, რაც პოლიციელების მხრიდან იყო ჩემ მიმართ. დამპირდნენ, რომ რეაგირება უსწრაფესად მოხდება,“- განაცხადა ლაშა კაციამ,

დიჯეი ამტკიცებს, რომ პოლიციელებმა ის ქუჩაში გააჩერეს და მას შემდეგ, რაც მან სამართალდამცველებს ვინაობის დასახლება სთხოვა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ემუქრებოდნენ რომ ჩაუდებდნენ ნარკოტიკსაც. ლაშა კაციას თქმით, სამართალდამცავები მას პოლიციის შეურაცხყოფაში ადანაშაულებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი მას სასამართლოში უნდა ეღიარებინა.

კაცია დახმარების თხოვნით არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები