24 აპრილი 2024,   22:47
ვრცლად
ერთი გარდაცვლილი და 6 დაშავებული - ქუთაისში ავარია მოხდა

ქუთაისში, მდინარე წყალწითელას მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 6 კი დაშავდა.

დაშავებულების უმრავლესობა არასრულწლოვანია. ისინი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში 3 ავტომანქანა ფიგურირებს.

დღის ამბები