უზენაესი სასამართლო 6 წლის ბავშვის ბედზე მსჯელობს. პატარა, რომელიც ერთი წლის წინ უბედური შემთხვევის შედეგად დაობლდა, დედ-მამის მშობლების დავის ობიექტია.
პაპა-ბებიებს ქონებრივი დავაც აქვთ და ეს ფაქტი ბავშვის ბედს კიდევ უფრო ამძიმებს. იზო ელაშვილს ერთადერთი შვილი ერთი წლის წინ ავტოავარიაში გარდაეცვალა. 6 წლის შვილიშვილს ელაშვილი, მეუღლესთან ახლა სოფელ ბოდბისხევში ზრდის.
იზო ელაშვილის ოჯახში პრობლემები შვილისა და რძლის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. რძლის ოჯახთან ახლა დავის საგანია, თუ ვისთან გააგრძელებდა მცირეწლოვანი ცხოვრებას.
მეურვეობასთან დაკავშირებით ორივე ოჯახმა სოციალურ მომსახურების სააგენტოს ერთდროულად მიმართა. სოციალურმა მუშაკებმა კი ბავშვი ელაშვილებთან დატოვეს.
ნათესავები ყვებიან, რომ ბავშვს დედის მშობლები აშინებენ და მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ.
ბავშვის გამო ოჯახებს შორის დაწყებული დავა მას შემდეგ გამწვავდა, რაც საკუთარმა ბაბუამ 6 წლის შვილიშვილი გამოასახლა. ღია ცის ქვეშ დარჩენილები დროებით, ახლობელმა შეიფარა.
ბავშვის მეორე ბებია ფიქრობს, რომ ის ბავშვს უკეთ გაზრდის და ამიტომ მასთან უნდა იცხოვროს. ნინო ხანიშვილი ბავშვზე ფსიქოლოგი ძალადობის ფაქტს უარყოფს.
იმის გამო, რომ საქმეზე სამართლებრივი დავა მიმდინარეობს, შესაძლოა, სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილების გადახედვა მოუწიოს.
ბავშვის მეურვეობასთან დაკავშირებით ორი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლიანობა უზენაესმა სასამართლომ უნდა დაადგინოს. სანამ ოჯახები დავობენ 6 წლის ბავშვი, კვლავ სოფელ ბოდბისხევში, სხვის სახლში ცხოვრობს.
ავტორი: ია გულიაშვილი.