ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 9 მარტის 21:00 საათიდან 10 მარტის 08:00 საათამდე 58 შეტყობინება შევიდა. აქედან 53 თბილისიდან არის შესული, ხოლო რეგიონებიდან - 5.
„თბილისი - დაზიანდა 14 საცხოვრებელი სახლი, 13 ხე, 2 გარე განათების ბოძი, 10 ელექტრო სადენი, 5 ავტომობილი, 4 გაზის ცენტრალური მილი, 5 სარეკლამო ბანერი; მცხეთა-მთიანეთი - დაზიანდა1 საცხოვრებელი სახლის სახურავი; აჭარა - ქედაში ჩამოწოლილია მეწყერი, ჩახერგილია გზის სავალი ნაწილი; გურია-ლანჩხუთი - ჩამოწოლილია მეწყერი, ჩახერგილია გზის სავალი ნაწილი, კახეთი - დაზიანდა 1 საცხოვრებელი სახლის სახურავი, იმერეთი - წყალტუბოში ჩამოშლილია მიწის მასა, წაქცეულია ხეები, ჩახერგილია გზის სავალი ნაწილი,” - ნათქვამია განცხადებაში.