თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
აეროპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო, გუშინ და დღეს გამთენიისას ჯამში 3 რეისი გაუქმდა. კერძოდ, ფრენა გააუქმა კომპანია Air Astana-მ, რომელიც რეისს ალმატიდან ასრულებდა. ასევე გაუქმდა Turkish Airlines-ის 2 რეისი, რომელიც სტამბული-თბილისი-სტამბულის მიმართულებებით უნდა შესრულებულიყო.
გარდა ამისა, ამ დრომდე აშხაბადის აეროპორტშია გაჩერებული china southern airlines-ის რეისიც, რომელიც ფრენას ურუმჩიდან ასრულებდა. ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს ჩამოფრინდება.