18 ნოემბერი 2024,   01:52
ვრცლად
როდესაც ხარ ოკუპანტი, შენი წილი პასუხისმგებლობა გაკისრია - იან კელი ტატუნაშვილზე

"არ არსებობს არანაირი მიზეზი, რის გამოც შესაძლოა, ცხედარი გააჩერონ და არ დაუბრუნონ მშობლებს," - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ, ტატუნაშვილის საკითხის კომენტირებისას განაცხადა. 

„ჩვენ არ ვაღიარებთ ახალ საზღვრებს და არ ვაღიარებთ საართველოს ორ რეგიონს დამოუკიდებლად, ჩვენ ვუწოდეთ რუსეთს ოკუპანტი და შესაბამისად, როდესაც ხარ ოკუპანტი, შენი წილი პასუხისმგებლობა გაკისრია. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, არ არსებობს არანაირი მიზეზი, რის გამოც შესაძლოა, ცხედარი გააჩერონ და არ დაუბრუნონ თავიანთ მშობლებს. ჩვენ საქართველოს მთავრობას მხარს ვუჭერთ მის ყველა ძალისხმევაში, გადაჭრას ეს საკითხი. უკვე შედგა საუბარი სახელმწიფო მდივნის მოადგილეს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის, სადაც ხაზი გაესვა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას საქართველოსადმი,“ - განაცხადა კელიმ.

მისი თქმით, აშშ-ს კონტაქტი აქვს რუსეთის ხელისუფლებასთან, რათა დაუყოვნებლივ დაუბრუნონ ცხედარი ოჯახს.

დღის ამბები