18 ნოემბერი 2024,   01:27
ვრცლად
პრეზიდენტის მხარდაჭერით ბელგიაში, ლუვენის უნივერსიტეტში ქართული ენის, ისტორიისა და თანამედროვე მეცნიერების შესწავლის კათედრა გაიხსნება

საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერით ბელგიაში, ლუვენის უნივერსიტეტში ქართული ენის, ისტორიისა და თანამედროვე მეცნიერების შესწავლის კათედრა გაიხსნება.

ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი ლუვენის უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა და მადლობა გადაუხადა აკადემიური წრეების წარმომადგენლებს იმ ინტერესისთვის, რომელსაც მრავალი წელია, ლუვენის უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები ქართული ენის, ისტორიისა და კულტურის შესწავლის მიმართ ავლენენ.

გიორგიმარგველაშვილისა და უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერით, ლუვენის უნივერსიტეტში ქართული ენის, ისტორიისა და თანამედროვე მეცნიერების შესწავლის კათედრა გაიხსნება.

პრეზიდენტმა მისი ბრუსელში ვიზიტის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მთავარი მიზანი ერვროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაჩქარებაა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ქართველმა ხალხმა თავისი გეოპოლიტიკური არჩევანი საუკუნეების წინ გააკეთა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა ერთამენთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

დღის ამბები