ყვარელში ცენტრალურ მოედანზე მდებარე ციხე-კოშკის ქონგური ჩამოიშალა.
ნგრევის პროცესი რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს, რაც, ადგილობრივების თქმით, მათ საფრთხეს უქმნის.
მოსახლეობამ პრობლემის მოგვარებისთვის მუნიციპალიტეტის გამგეობას წერილობით მიმართა. მერია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული საგენტოს დაუკავშირდა.
სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, ბექა ბარამიძე, ამბობს, რომ პრობლემას იცნობენ და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.