18 ნოემბერი 2024,   01:30
ვრცლად
ჟორჟაძეების ოჯახი სოციალური სააგენტოს მიერ სარეიტინგო ქულის მომატებას აპროტესტებს

ხონის რაიონის სოფელ სუხჩაში მცხოვრები ჟორჟაძეების მრავალშვილიანი ოჯახი სოციალური სააგენტოს მიერ სარეიტინგო ქულის მომატებას აპროტესტებს. ეკა ფუტკარაძე ამბობს, რომ სარეიტინგო ქულის მომატების მიზეზად სოციალურმა სააგენტომ ოჯახის წევრის თურქეთში წასვლა დაასახელა.

მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც სახლში მცირეწლოვანი ბავშვები და მოხუცი ჰყავს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებას ვეღარ ახერხებს.

ჟორჟაძეების პრობლემები ევროპული საქართველოს ვანი-ხონის 54-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ მოისმინა.

„ამ ხელისუფლებამ უნდა შეიგნოს, რომ სოციალური დახმარება არ არის წყალობა, რომელსაც კერძო პირი თავისი ბიუჯეტიდან აძლევს ხალხს. ეს არის ხალხის მიერ შეგროვილი ბიუჯეტი, რომელიც ყველაზე გაჭირვებულ ადამიანებს უნდა მოხმარდეს,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

 

 

დღის ამბები