18 ნოემბერი 2024,   00:41
ვრცლად
ფაროსანა და განადგურებული მოსავალი - დავით ბაქრაძე ხონის რაიონის სოფელ გოჩა-ჯიხაის მოსახლეობას შეხვდა

ხონის რაიონის სოფელ გოჩა-ჯიხაის მოსახლეობა ფაროსანას პრობლემაზე საუბრობს. „ევროპული საქართველოს“ ლიდერთან დავით ბაქრაძესთან საუბარში ადგილობრივები ამბობენ, რომ თხილის მოსავლის ნაწილი ფაროსანამ გაანადგურა, ნაწილი კი იმდენად დაზიანებული იყო რომ მოსავალი ვერც კი ჩააბარეს.

მოსახლეობა შიშობს, რომ ზარალი წელს გაცილებით დიდი იქნება. დავით ბაქრაძის თქმით, ხელისუფლებას უკვე უნდა ჰქონდეს გეგმა, რომლის მიხედვითაც ღონისძიებების ჩატარება უნდა მიმდინარეობდეს.

„უკვე ყველა სოფელში უნდა იყოს შექმნილი რაზმები ადგილობრივი მოსახლეობის, რომელთაც ექნებათ საბიუჯეტო ანაზღაურება ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით. ახლა უკვე გაწერილი უნდა იყოს გეგმა, რომელ დღეს, რომელ რაიო​ნში ხდება შეწამვლითი ღონისძიებების ჩატარება,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები