30 სექტემბერი 2024,   03:19
ვრცლად
ქუთაისში ახალი სამხედრო ჰოსპიტალის მშენებლობა მიმდინარეობს

ქუთაისში ახალი სამხედრო ჰოსპიტალი შენდება. ძველი შენობის დემონტაჟი უკვე დასრულებულია და შიდა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. მშენებლობისთვის თითქმის ორ მილიონ ნახევარი ლარია გამოყოფილი. დასავლეთ საქართველოში სამხედრო ჰოსპიტალში პაციენტები სრულ და მაღალი ხარისხის ამბულატორიულ მომსახურებას მიიღებენ და ის მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნდა ამოქმედდეს. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე თავდაცვის მინისტრის მოადგილე გაეცნო.

ქუთაისიდან ზაალ კაპანაძე გორში გაემგზავრა, სადაც სამხედრო ჰოსპიტალში ჩატარებული სამშენებლო სამუშაოები საკუთარი თვალით დაათვალიერა. 

დღის ამბები