ქურდობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშნაარის საჯარო სკოლაში - სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დამტვრეულია ინფორმატიკის კაბინეტის გისოსები და გატეხილია ორმაგი ბოქლომი, საიდანაც მძარცველებმა 2 სასწავლო კომპიუტერი გაიტანეს.
შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა, თუმცა, ამის შესახებ დარაჯმა დღეს დილით შეიტყო, რის შემდეგაც ადგილზე სამართალდამცავები გამოიძახეს. ექსპერტთა ჯგუფი შესაბამის ოპერაციას ამ დრომდე ასრულებს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო. პოლიციას ჯერ არავინ დაუკავებია. მაშნაარის საჯარო სკოლა თითქმის ამორტიზებულია. დაწესებულებაში 49 მოსწავლე ირიცხება.