18 ნოემბერი 2024,   00:22
ვრცლად
„ადამიანებს არასოდეს არ ეღირსებათ თავის ფანჯრებში მზის სხივი"-კვერნაძის ქუჩის მცხოვრებლები კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ

ბიძინა კვერნაძის ქუჩის მცხოვრებლები მრავალფუნქციური კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეთა თქმით, კორპუსის მშენებლობა, რომელიც უსაფრთხოების ნორმების არ არსებობის გამო ერთხელ უკვე შეწყდა. მოგვიანებით კი უცვლელი პროექტით კვლავ განახლდა. მჭიდროდ დასახლებულ უბანში არ არსებობს რეკრეაციული ზონაც.

„ადამიანებს არასოდეს არ ეღირსება თავის ფანჯრებში მზის სხივი. წარმოუდგენელია აქ რომ შემოვიდეს სახანძრო მანქანა და გაიმართოს. ხანძრის შემთხვევაში კატასტროფა მოხდება,“-განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა ირმა ბარათელმა.

ადგილობრივები დედაქალაქის მერს ადგილზე მისვლისა და მშენებლობის მიმდინარეობის გაცნობისკენ მოუწოდებენ. ამ მოთხოვნებს უკვე გამოეხმაურა კახი კალაძე. ის მიმდინარე მშენებლობის შეჩერების საფუძველს ვერ ხედავს.

„ამ კონკრეტულ  ადგილზე იყო მათემატიკის ინსტიტუტი. მოხდა ამ შენობის დემონტაჟი და იგივე მოცულობის შენობა-ნაგებობა კეთდება. არანაირი პრობლემა არ არსებობს და არანაირი საფუძველი არ არის იმისა, რომ ეს კონკრეტული პროექტი შეჩერდეს,“-განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები