18 ნოემბერი 2024,   00:46
ვრცლად
საყდრისის საბადოს შუაგულში, 16 ჰექტარ ტყის მასივზე აუქციონი გამოცხადდა-სპეციალისტები RMG-ის და სახელმწიფოს შორის კორუფციულ გარიგებაზე საუბრობენ

სახელმწიფომ აუქციონზე 16 ჰექტარი არა სასოფლო სამეურნეო მიწა გამოიტანა. ეს სწორედ ის ტერიტორიაა, რომელიც საყდრისის საბადოს შუაგულში მდებარეობს და რომელსაც უშუალოდ ემიჯნება ე.წ. სამტრვევი და ციანიდის მოედანი, სადაც მადნის დამუშავება ხდება. შესაბამისად, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ტერიტორიის ნაწილი კომპანიას უკვე მითვისებული აქვს და ახალი აუქციონი ქონების მართვის სააგენტოსა და RMG-ის ერთობლივი ფიქციაა. მიწის იჯარის საწყისი ფასი 15 000 ლარია რაც ეჭვს გარიგების შესახებ უფრო აღრმავებს.

ოპოზიციის განმარტებით სახეზეა პოლიტიკური კორუფციის კლასიკური შემთხვევა, როდესაც სახელმწიფოს მხარდაჭერით და მხოლოდ მიზერული ხარჯებით, კონკრეტული კომპანია მილიონების შოვნას აპირებს.

საყდრისის დაცვის კომიტეტში ამბობენ, რომ უახლოეს მომავალში ქონების მართვის სააგენტო მსგავსი სქემით RMG-თვის გადასაცემად კიდევ ერთი მიწის ნაკვეთის ამზადებს, ამჯერად 17 ჰექტარის ოდენობით.

ავტორი: მიშა სესიაშვილი.

დღის ამბები