პარიზის მოდის კვირეულის ქართული ნაწილი - პარიზულ მოდურ აურზაურში, ჩვენებებსა და პრეზენტაციებს შორის, პალა დე ტოკიოში ქართული ბრენდი SITUATIONIST ახალ კოლექციას წარადგენს. ირაკლი რუსაძე, ორ ქართველ ხელოვანთან ერთად, თანამედროვე საქართველოს მსოფლიოს გააცნობს.
"პა ლე დე ტოკიო," თანამედროვე ხელოვნების ყველაზე დიდი მუზეუმი საფრანგეთში, პარიზის ოფიციალური კვირეულის ორგანიზატორის მოდის ფედერაციის ეგიდით მოწვეულ დიზაინერებს მასპინძლობს.
SITUATIONIST-ის სამოსით მოდელები სტუმრების და ფოტოგრაფების წინ პოზირებდნენ, პარალელურად მხატვარმა გიორგი გელაძემ კოსტიუმები ქართული ასოებით და სიტყვებით გააფორმა.
წლიდან წლამდე ქართული მოდა გლობალურ ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი ადგილისთვის გზას წარმატებით იკვლევს.
ავტორი: თაკო მესხი.