18 ნოემბერი 2024,   04:48
ვრცლად
იუსტიციის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები უწყების წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელს შეიტანენ 

იუსტიციის სამინისტროდან გათავისუფლებული და შემდეგ სასამართლოს მიერ აღდგენილი პირები, რომლებიც სამსახურში ამ დრომდე არ აღუდგენიათ, პროკურატურას გამოძიების დაწყებას სთხოვენ.

ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე მთავარ პროკურორს ოფიციალური განცხადებით, დღეს მიმართავენ.

ყველა სასამართლო ინსტანციის გავლის შემდეგ სასამართლომ იუსტიციის სამინისტრო ჯერ კიდევ სექტემბერში დაავალდებულა სამსახურიდან გათავისუფლებული ორი თანამშრომელი თანამდებობებზე აღადგინოს და მათ განაცდურის - დაახლოებით 4 წლის სრული ანაზღაურებაც გადაუხადოს, თუმცა დანაშაულის პრევენციის ცენტრი ვალდებულების შესრულებაზე უარს აცხადებს.

"ზოგადად სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობა არის დანაშაული და გვინდა, რომ პროკურატურამ ამ საქმეზე დაიწყოს გამოძიება“- განაცხადა ადვოკატმა შორენა ლოლაძემ.

დღის ამბები