18 ნოემბერი 2024,   00:17
ვრცლად
მხოლოდ ბაყაყები ყიყინებენ - ენმ ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის ხარჯთაღრიცხვას ითხოვს

"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის ხარჯთაღრიცხვას და პროექტთან დაკავშირებულ ინფორმაციას ითხოვს. პარტიაში აცხადებენ, რომ მათ დოკუმენტაციას უმალავენ.

საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალების" თავმჯდომარემ გიგა შუშანია აცხადებს, რომ იმ ადგილას, სადაც ხელისუფლების დაპირებით, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი შენდება,  მხოლოდ ბაყაყების ყიყინი ისმის და სამშენებლო სამუშაოები არც კი დაწყებულა.

„საქართველოს მთავრობა გვიმტკიცებს, რომ ამ ადგილზე შენდება ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელმაც მომავალ წელს 60 000 სტუდენტი უნდა მიიღოს. ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ აქ მხოლოდ ჭაობებია და ბაყაყები არიან. საქართველოს მთავრობა უფრო შორს წავიდა და ამ ბაყაყებს დაუნიშნა რექტორი, რომელსაც ჰყავს საკუთარი აპარატი, რომელიც ღებულობს ძალიან მაღალ ხელფასს ბიუჯეტიდან. უფრო მეტიც, განათლების სამინისტრომ დაამტკიცა 2019 წლის სასწავლო გეგმა ამ ბაყაყებისთვის“-აცხადებს გიგა შუშანია.

სამუშაოების შეჩერების ფაქტს ადასტურებენ ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურში. თუმცა უწყებაში განმარტავენ, რომ ადგილზე სამშენებლო პროცესი სრული დატვირთვით მიმდინარე წლის მაისიდან განახლდება. რაც შეეხება პროექტის დასრულების ვადას, როგორც მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ჩხიკვაძე ამბობს, თარიღი ამ დროისთვის უცნობია.

დღის ამბები