18 ნოემბერი 2024,   00:45
ვრცლად
ტაქსით მომსახურების რეგულაცია - ოპოზიცია მოსალოდნელ პრობლემებზე საუბრობს 

თბილისში ტაქსების რეგულირებასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით იმსჯელეს.

საპარლამენტო უმცირესობა მიიჩნევს, რომ ცვლილებების ეს ვარიანტი ტაქსის მძღოლებს პრობლემებს შეუქმნის და ათასობით ადამიანი ვეღარ შეძლებს ამ გზით თავის რჩენას.

„ძალიან მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ ქალაქში შემოაქვთ ახალი სანებართვო პირობები ტაქსის მძღოლებისთვის და უდგენენ მათ ნებართვის ფასს, ანუ გადასახადს. ასევე, მათ აღარ აძლევენ საშუალებას, რომ მცირე მეწარმეებად დარეგისტრირდნენ და ისარგებლონ საგადასახადო შეღავათებით,“ - აცხადებს ოთარ კახიძე.

შენიშვნებს თბილისის მერის მოადგილემ უპასუხა. მისი თქმით, პირველ ეტაპზე დაგეგმილია მხოლოდ ტაქსების რეგისტრაცია. მეორე ეტაპი კი უკვე ავტომობილების ვიზუალური დათვალიერება იქნება.

„მოსაზრება იმის თაობაზე, რომ გაუქმდება სამუშაო ადგილები, აბსოლუტურად, ჰაერიდან მოტანილი და დაუსაბუთებელია,“ - განაცხადა მაია ბითაძემ.

დღის ამბები