18 ნოემბერი 2024,   00:36
ვრცლად
საყდრისის დაცვის კომიტეტი კვლავ RMG-ის წინააღმდეგ - გარემოსდამცველები დმანისში 16 ჰა მიწაზე აუქციონის შეჩერებას ითხოვენ

საყდრისის დაცვის კომიტეტი ეკონომიკის სამინისტრის 16 ჰექტარ მიწის ფართობზე გამოცხადებული აუქციონის შეჩერებისკენ მოუწოდებს. საუბარია დმანისში, საყდრისის საბადოს მიმდებარედ არსებულ ფართობზე, რომელიც მრავალწლიანი იჯარით უნდა გაიცეს და მისი საწყისი ფასი 15 000 ლარია.

გარემოსდამცველები ამბობენ, რომ დმანისი შესაძლოა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დადგეს. გარდა ამისა, საყდრისის დაცვის კომიტეტში მიიჩნევენ, რომ ფართის პრივატიზებით კომპანია RMG GOLD -ია დაინტერესებული და მას სახელმწიფო უწყებები ეხმარებიან. 

„ეს ტერიტორია ,რომელზეც არის საუბარი მდებარეობს საყდრისის საბადოსა და ციანიდის მოედნებს შორის. ფაქტიურად ტერიტორია მოქცეულია უკვე RMG GOLD-ის სამოქმედო არეალში და მასზე სხვას პრეტენზია ვერ ექნება გარდა RMG GOLD-ისა. რაც შეეხება ორ ჰექტარს, ის იქვე მომიჯნავეა ფაქტიურად ამ ტერიტორიისა და ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ ეს ტერიტორია ათვისებულია უკვე მათ მიერ. ადგილი ჰქონდა მიწის უკანონოდ სარგებლობის ფაქტებს,“-განაცხადა საყდრისის კომიტეტის წევრმა ანა მიქაუტაძემ.

საყდრისის კომიტეტში ვარაუდობენ, რომ RMG GOLD სხვა ტერიტორიების იჯარით აღებასაც გეგმავს. 

დღის ამბები