18 ნოემბერი 2024,   00:27
ვრცლად
"ივანიშვილი აპირებს 16 ჰა ტყის მასივი 15000 ლარად იჯარის წაიღოს... არც კი ყიდულობს, მოიპოვებს ოქროს და მიაგდებს..."- ნიკა მელია

„ან ჩვენ ახლა ამას შევეგუებით, ან პირდაპირი გაგებით უნდა შევაკვდეთ, დავიცვათ,“- ეს განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ დმანისში გააკეთა.

ნიკა მელია საყდრისის მიმდებარედ 16 ჰექტარ ტყის მასივზე აუქციონის გამოცხადების ფაქტს გამოეხმაურა. 

ნიკა მელია ამბობს, რომ სავარაუდოდ ადგილი აქვს კორუფციულ გარიგებას სახელმწიფოსა და RMG GOLD-ს შორის. მისივე თქმით,  ამ კომპანიის უკან დგას ხელისუფლება, ამ პროცესით კი დაინტერესებულია ბიძინა ივანიშვილი.

„ან ჩვენ შევეგუებით, რომ  ბოლნისი და დმანისი აბსოლუტურად დაიკარგება და უნდა გადმოსახლდეს , როგორც მინიმუმ მთელი ბოლნისის და დმანისის მოსახლეობა იმიტომ, რომ იქ აღარ შეიძლება ცხოვრება. ან მთელი ოპოზიციური სპექტრი, მთელი სამოქალაქო საზოგადოება გავერთიანდებით და ვაიძულებთ, რომ ეს 16 ჰექტარი ტყის ფერდობი, რომელსაც ახლა ივანიშვილი აპირებს 15000 ლარად იჯარის წაიღოს, არც კი ყიდულობს. რატომ უნდა იყიდოს ახლა ბიძინა ივანიშვილმა? 10 წლით სჭირდება. 10 წელიწადში მოიპოვებს იმ ოქროს მისი ჭკუით და მერე მიაგდებს. და რათ უნდა საკუთრებაში? 10 წლით 15 000 ლარს გადაიხდის,“-განაცხადა ნიკა მელიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები