18 ნოემბერი 2024,   00:41
ვრცლად
ყოფილი თანამშრომლები წულუკიანის წინააღმდეგ - ანა სუბელიანმა და თამაზ ახობაძემ პროკურატურას მიმართეს

იუსტიციის სამინისტროდან გათავისუფლებული და შემდეგ სასამართლოს მიერ აღდგენილი პირები, იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ. საქმე ეხება უწყების მიერ სასამართლო გადაწყვეტილების არ შესრულებას, რომელიც ყოფილი თანამშრომლების სამსახურში დაბრუნებას ეხება.

ანა სუბელიანმა და თამაზ ახობაძემ მთავარ პროკურორს დღეს ოფიციალური განცხადებით მიმართეს.

ყველა სასამართლო ინსტანციის გავლის შემდეგ, სასამართლომ იუსტიციის სამინისტრო ჯერ კიდევ სექტემბერში დაავალდებულა სამსახურიდან გათავისუფლებული ორი თანამშრომელი თანამდებობებზე აღადგინოს და მათ განაცდურის - დაახლოებით 4 წლის სრული ანაზღაურებაც გადაუხადოს.  თუმცა დანაშაულის პრევენციის ცენტრი სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებაზე უარს აცხადებს.

დღის ამბები