გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პრევენციული ღონისძიების გატარების შედეგად, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების მორიგი ფაქტი გამოავლინეს.
მცხეთის მუნიციპალიტეტში გაჩერებული ავტომანქანის ძარაზე, ფიჭვის სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი იყო განთავსებული.
მძღოლმა ვერ წარმოადგინა სათანადო დოკუმენტაცია. ავტომანქანა დაილუქება და საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.