გიორგი კვირიკაშვილის წერილს, რომლითაც პრემიერ-მინისტრმა რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებას მიმართა, საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი გამოეხმაურა.
„გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადება, რომელიც რთულ მომენტში გაკეთდა, მოითხოვს რუსეთის მხრიდან, რუსეთთან ერთად გონივრულ ნაბიჯებს და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მეტ ჩართულობას,"- წერს ჰერმანი twitter-ის გვერდზე.
"ჩვენ ვაკვირდებით საქართველოში შემდგომ კომპლექსურ დიალოგს. ევროკავშირის არაღიარების და ჩართულობის პოლიტიკა გრძელდება," - აცხადებს ელჩი.
შეგახსენებთ, რომ 9 მარტს გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის ხელისუფლებას წერილით მიმართა.
პრემიერი რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე საუბრობს და აცხადებს, რომ დღეს შექმნილი ვითარება ძირს უთხრის ქართულ-რუსულ ურთიერთობათა მოწესრიგების პერსპექტივას.