18 ნოემბერი 2024,   00:35
ვრცლად
ფული ხეების მოჭრის სანაცვლოდ - ახალი დეტალები ქობულეთში განადგურებული ქარსაცავი ზოლის შესახებ

ახალი დეტალები ქობულეთში განადგურებული ქარსაცავი ზოლის შესახებ - მუნიციპალიტეტის მერი აცხადებს, რომ 100-ზე მეტი ხის ჭრა კანონიერად განხორციელდა და ხეები კერძო საკუთრება იყო.

მერის, მირიან ქათამაძის თქმით, მოსახლეობის ნაწილმა შესაბამისი ნებართვა თვითმმართველობისგან აიღო კიდეც.

„ყველა ხე, რომელიც მოიჭრა სოფელ კვირიკეში, ეს არის კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე. მუნიციპალიტეტს მომართა მოქალაქემ სათანადო წესის დაცვით ჩვენ გავეცით თანხმობა და ამ თანხმობის საფუძველზე მოიჭრა ხე-მცენარეები და შემდგომში ტრანსპორტირებისთვის ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიისგან მიიღო თანხმობა,“ - განაცხადა მირიან ქათამაძემ.

თუმცა, საპირისპიროს აცხადებს მოსახლეობა. ადგილობრივების თქმით, მათ ქობულეთის მოჭრის მოთხოვნით მერისთვის არ მიუმართავთ.

რამდენიმე მათგანისთვის დილით საკუთარ მიწაზე მოჭრილი ხეების დანახვა არასასიამოვნო და რაც მთავარია, სრულიად მოულოდნელი სიურპრიზი იყო.

მოსახლეობის თქმით, მათ ხეების მოჭრის სანაცვლოდ გარკვეულ თანხასაც დაჰპირდნენ ის ადამიანები, რომლებიც მოგვიანებით ხეების მოჭრის პროცესში უშუალოდ იყვნენ ჩართულები.

სოფელ კვირიკეში ერთ კილომეტრიან მონაკვეთში 100-მდე ძირი ასწლოვანი ფიჭვის და ნაძვის ხეები გაიჩეხა. ადგილობრივები ამას ევკალიპტის ხის ტრანსპორტირებას უკავშირებენ.

ავტორი: სოფო ჭულუხაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები