18 ნოემბერი 2024,   00:46
ვრცლად
„ვიხელმძღვანელებთ მათი რჩევებით, ვისაც ჭკუა მოეკითხება" - აბაშიძის პასუხი ოპოზიციას

პრემიერ-მინისტრის ახალ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც გიორგი კვირიკაშვილმა ჟენევის ფორმატში პირადად ჩართვის სურვილი გამოთქვა, მინისტრთა კაბინეტის და მართველი გუნდის წევრები მიესალმებიან.

როგორც მთავრობის წევრები განმარტავენ საუბარია ჟენევის ფორმატის ეფექტურობის გაზრდაზე და პრემიერის ეს ინიციატივა არ გულისხმობს იმას, რომ პრეზიდენტი პრემიერმა უნდა ჩაანაცვლოს.

"საუბარია ამ ფორმატის გააქტიურებაზე. მისი ეფექტურობის გაზრდაზე. სწორედ ამ კუთხით უნდა განვიხილოთ ჩვენ პრემიერის ინიციატივა, საკუთარი ჩართულობის შესახებ. ეს ჩართულობა არ გულისხმობს იმას, რომ პრეზიდენტი პრემიერმა უნდა ჩაანაცვლოს და რომ უნდა იაროს იქ პერიოდულად, არამედ როგორც მე წარმომიდგენია გულისხმობს იმას, რომ იქ საკითხები უნდა მომზადდეს,“-განაცხადა პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნას გაუქმდეს კარასინი-აბაშიძის მოლაპარაკებების ფორმატი, ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ მთავრობას აქვს დიალოგის და კონსულტაციების რეჟიმი პარტნიორებთან და ამას გააგრძელებს.

„ვიხელმძღვანელებთ მათი რჩევებით, ვისაც ჭკუა მოეკითხება,“-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.  

პრემიერის ინიციატივას განმარტავს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილეც. ლაშა დარასელია ამბობს, რომ ყველა ის საკითხი, რაც დაგროვილია მოლაპარაკებების ამ ფორმატში კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს.

მმართველ პარტიაში კი მიიჩნევენ, რომ დეოკუპაციის საკითხებში საქართველოს აქვს სწორი და პრაგმატული მიდგომა და თუ კი რომელიმე ფორმატი ამ მიმართულებით გამოდგება ყველა მათგანი მისასალმებელი იქნება.

„მათ შორის მისასალმებელია ჟენევის ფორმატისათვის მნიშვნელობის მინიჭება უფრო მაღალ რანგში,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ

დღის ამბები