„შევთავაზეთ ვერსია, რომელიც არის როგორც ტექნიკური, ასევე სამართლებრივი, პოლიტიკური თვალსაზრისით სწორი," - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლითაც საკანონმდებლო ორგანომ ოკუპანტების მიერ ბოლო დროინდელი ქმედებები ოფიციალურად უნდა დაგმოს.
„შევთავაზეთ ვერსია, რომელიც არის როგორც ტექნიკური, ასევე სამართლებრივი, პოლიტიკური თვალსაზრისით სწორი. ახლა უკვე ბურთი არის მათ მოედანზე და ორი დღის შემდეგ, მათ უნდა გვითხრან პასუხი ამასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
განცხადება გააკეთა უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ, რომელიც აცხადებს, რომ ოპოზიცია კონსულტაციებს გაივლის და ამის შემდეგ გახდება ცნობილი მათი პოზიცია რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით.
„უმცირესობას ჩვენ შევთავაზეთ რეზოლუციის ტექსტის ჩვენი ვერსია, მათ შორის ჩვენი ვერსია სიასთან დაკავშირებულ ფორმულირებაზე, რომელიც გულისხმობს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ბრალდებული და მსჯავრდებული პირების მიმართ, ბუნებრივია, პასუხიმგებლობის დაყენების საკითხს. მათ გვითხრეს, რომ გუნდში გაივლიან კონსულტაციებს და ამ კონსულტაციების შემდეგ გვეცოდინება უკვე უმცირესობის პოზიცია რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.