18 ნოემბერი 2024,   00:24
ვრცლად
"აღარ ეშველება ქვეყანას"- პატრიარქის უიმედო გზავნილი წმ. სინოდის წევრებს შორის დაპირისპირების საგანი გახდა 

ილია მეორის უიმედობით აღსავსე გზავნილი ეკლესიაში შიდა განხილვის და ახალი დაპირისპირების საგანი გახდა. წმინდა სინოდის წევრების ნაწილი აღიარებს, რომ სამღვდელოებასა და მრევლს შორის გაუცხოება გაზრდილია. მიზეზად კი მღვდელმთავრებს შორის ბოლო დროს არსებული დაპირისპირება სახელდება, რამაც სასულიერო პირებს მრევლზე ზრუნვის დრო არ დაუტოვა.

ეკლესიასა და ხალხს შორის გაჩენილ ნაპრალზე, მღვდელმთავრები მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც პატრიარქის მოსაყდრემ მათ ტაძრები გამოსვლა და მისიონერობა მოსთხოვა. მეუფე შიო ფიქრობს, რომ მრევლთან კონტაქტი ეკლესიის კართან არ უნდა იწყებოდეს და არ უნდა მთავრდებოდეს.

ეპისკოპოსების ნაწილი სინოდის სხდომის ჩატარებას და პატრიარქის განცხადების განხილვას მოითხოვს. მაგრამ ამ იდეას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. რამდენიმე მეუფე მიიჩნევს, რომ კათოლიკოს-პატრიარქი არ გულისხმობდა საქართველოს, როდესაც ამბობდა, რომ ქვეყანას აღარაფერი ეშველება.

"მე ხანდახან ისეთი აზრიც კი მებადება, რომ აღარ ეშველება ქვეყანას," - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ, მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოებასა და ფსიქოლოგებთან შეხვედრისას განაცხადა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები