18 ნოემბერი 2024,   01:31
ვრცლად
რეგულაციები ტაქსებისთვის - ოპოზიცია ხელისუფლებას ხალხის ინტერესების უგულებელყოფაში ადანაშაულებს 

დედაქალაქში მოქმედი ტაქსიდან, რამდენი გააგრძელებს ფუნქციონირებას, ეს უახლოეს მომავალში უნდა დაზუსტდეს. იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი თბილისის მერიის ინიციატივას დაამტკიცებს, ტაქსის მძღოლებისთვის რეგულაციები ამოქმედდება.

კონკრეტულად კი მძღოლებს მგზავრების გადაყვანისთვის სპეციალური ნებართვა დასჭირდებათ. მისი გაცემის წესსა და ფასს საკრებულო დაადგენს.

„ვფიქრობთ, რომ ეს ინიციატივა იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ რეალურად რაღაც გარკვეულ ჩარჩოებში მოექცეს ეს საკითხი. მე მგონია, რომ აქ მათი უფლებების შეზღუდვაზე არ არის საუბარი იმიტომ, რომ გარკვეულ რეგულაციებში მოექცევა. არ ვამბობთ იმას, რომ უნდა აიკრძალოს, არამედ გარკვეულ რეგულაციებში უნდა მოექცეს,“-განაცხადა სოფიო კილაძემ.

ცვლილებები ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შედის, რაც ამ მიმართულებით მერიის უფლებამოსილებას განსაზღვრავს. „ნაციონალური მოძრაობის“  წევრები ამბობენ, რომ რეგულაციების ამოქმედება ისედაც მძიმე სოციალურ ფონს, კიდევ უფრო დაამძიმებს.

„ნებისმიერი რეგულაცია გამოიწვევს ძალიან სერიოზულ სირთულეებს. ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი ხარჯების გაწევა მოუწევთ, რაც ამ პირობებში არის მიზანშეუწონელი,“-აცხადებს რომან გოცირიძე.

ხელისუფლებას ხალხის ინტერესების უგულებელყოფაში ადანაშაულებს „ევროპული საქართველოც“.

„საერთოდ არ ითვალისწინებენ იმ ათასობით ადამიანის ბედს, რომლებიც მათ მიერ შემოღებული რეგულაციების შემდეგ დარჩებიან ლუკმა პურის გარეშე ,“-ამბობს ირაკლი კიკნაველიძე.

დღის ამბები