18 ნოემბერი 2024,   01:32
ვრცლად
სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დროებითი მმართველი დაინიშნება

სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დროებითი მმართველი დაინიშნება- ეს გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ სახალხო დამცველის მწვავე შეფასების შემდეგ მიიღო.

ომბუდსმენის ადგილზე ჩასვლის შემდეგ ვითარება ჯანდაცვის უწყების სპეციალური მონიტორინგის ჯგუფმაც შეამოწმა. სპეციალისტებმა ადგილზე კლინიკური, ადმინისტრაციული და ხარისხის კონტროლის მიმართულებით მდგომარეობა შეისწავლეს, რეკომენდაციებს კი უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებენ.

“ამ სამუშაო ჯგუფის შექმნა გამოიწვია არსებულმა ინფორმაციამ რომ გარკვეული ტიპის პრობლემები არის დაწესებულებაში. დღეს პირველი დღეა ოპერატიულად დაიწყო ეს პროცესი გაგრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში იქნება რეგულირებული საკანონმდებლო ბაზის შესაბამისად და უის გადაწყვეტილებები რომელიც იქნება დასმული სამუშაო ჯგუფის მიერ ხელს შეუწყობს პრობლემების მოგვარებას“-აცხადებს მონიტორინგის ჯგუფის წევრი ლაშა კილაძე.

დღის ამბები