სიღნაღში, სოფელ ილიაწმინდას მოსახლეობა გასხვისებული მიწების უკან დაბრუნებას ითხოვს. ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია სიღნაღის მერიასთან გამართეს. ისინი ამბობენ, რომ რამდენიმე წლის წინ მათი მიწები უცხოელ ინვესტორებს ისე გადასცეს, რომ ალტერნატიული ტერიტორია არ მიუღიათ.
„სოფელი ვართ ულუკმა-პუროდ დარჩენილი. მთავრობას ვთხოვთ, რომ რაღაც გვიშველონ. მთავრობას რომ ხალხისთვის შემოეთავაზებინა ეს მიწა ჩვენ თვითონ შევისყიდით. ამათ ისე გაყიდეს, რომ სოფელმა ვერ გავიგეთ“ - ამბობს აქციის მონაწილე დათო ყანდაშვილი.
მერიაში კი განმარტავენ, რომ მიწები წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა და უცხოელები კანონიერი მფლობელები არიან.
„ამ მოსახლეობის მოთხოვნა ნამდვილად ვერ დაკმაყოფილდება იმიტომ რომ არაკანონიერია კერძო მფლობელობა სახელმწიფო მიერ არის დაცული. ჩვენ არც ბერკეტი გვაქვს და არც არანაირი საშუალება, რომ კერძო მესაკუთრეებს, რაც ოფიციალურად დაკანონებული აქვს რამენაირად ჩამოერთვათ,“- ამბობს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგოლაშვილი.