„კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ კომპანიას ინფორმაცია არ ჰქონია. კომპანიისთვის ეს ცნობილი გახდა მერის სატელევიზიო გამოსვლის შემდეგ“,- ეს განცხადება „სითი პარკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ლევან ტაბიძემ „კურიერთან“ სატელეფონო ინტერვიუს დროს გააკეთა. ის დედაქალაქის მერიის მიერ „სითი პარკთან“ ხელშეკრულების შეწყვეტას გამოეხმაურა.
ტაბიძის თქმით, კომპანია სამართლებრივ დავას აპირებს.
„სამწუხაროა, რომ ამ მეთოდით მოხდა კომპანიასთან ხელშეკრულების გაუქმება და შესაბამისად, კომპანია იტოვებს ვალდებულებას, რომ გააგრძელოს სამართლებრივი დავა ამ საკითხთან დაკავშირებით“,- განაცხადა ლევან ტაბიძემ.
ავტორი: ნინო გაზდელიანი.