„კომპანია აუცილებლად მიმართავს ყველა სამართლებრივ გზას, მათ შორის საერთაშორისო დონეზე და დაიცავს თავის, როგორც ბიზნესის, ასევე უცხოელი ინვესტორის ინტერესებს“,- ამის შესახებ ”სითი პარკის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ლევან ტაბიძემ მერიის მიერ კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ განაცხადა.
კომპანიაში ამბობენ, რომ "სითი პარკმა" მერიის გადაწყვეტილება კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ტელევიზიით შეიტყო. „სითი პარკი“ სამართლებრივი დავისთვის ემზადება.
„მიუღებელია მერიის აპელირება იმ საკითხზე, რომ „სითი პარკი“ არღვევს ვალდებულებებს, ვინაიდან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოში მიმდინარეობს მერიის წინააღმდეგ ორი დავა... მერის მიერ პირდაპირ ეთერში გაკეთებულმა განცხადებამ რისკის ქვეშ დააყენა კომპანიაში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებაც“,- განაცხადა ლევა ტაბიძემ.
ავტორი: ნინო გაზდელიანი.