"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ქონების მართვის სააგენტოს International event-თან დადებული ხელშეკრულების გაუქმებისკენ მოუწოდებს.
შპს-ს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი 49 წლიანი იჯარით აქვს გადაცემული, თუმცა იურისტები აცხადებენ, რომ კომპანია ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" კომპანიასთან კულტურის მინისტრის შესაძლო კავშირს არ გამორიცხავენ.
„კომპანიას, მართვის საზღაური დღეს არ აქვს მილიონ ლარამდე გადახდილი, ხოლო პირგასამტეხლო მილიონ ნახევარი. ანუ ჯამში, სადღაც სამ მილიონამდე მას და კიდევ სხვა ვალდებულებებით გამოწვეული პირგასამტეხლოს ღირებულება მას გადახდილი არ აქვს. 8 წლის განმავლობაში, როდესაც კომპანია არ ახორციელებს საკუთარ ვალდებულებას და ეს ყურადღების მიღმა რჩება სახელმწიფოს მხრიდან, რა თქმა უნდა, შესაძლოა იყოს გარკვეული ინტერესები,“ - ამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის კოორდინატორი სალომე სარალაძე.
განმარტება გააკეთა თავად კულტურის მინისტრმა მიხელ გიორგაძემ.
„თითქმის 4 წელია დამფუძნებელი აღარ ვარ და ვარ იქ სადაც ვარ. კერძო სექტორს და სახელმწიფოს შორის, არა ერთ სფეროში, ბევრად დიდ კომპანიებს, ბევრად მეტი დავალიანება აქვთ ამა თუ იმ მიზეზის გამო და თუ ეს მიზეზები ობიექტურ გარემოებებიდან გამომდინარეობს, ამ კომპანიებს სახელმწიფო კი არ ახრჩობს, არამედ ერთობლივად ეძებენ გამოსავალს,“ - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.