ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ სარბევში რესტორან "წინა ველში" ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ბაღდათის საკრებულოს წევრებმა სხვა სუფრის წევრებთან იჩხუბეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებული მოქალაქე დაცვის პოლიციის თანამშრომელია. მას თავში მინის ჭურჭელი ჩაარტყეს.
რესტორნის თანამშრომელთა თქმით, ჩხუბი ეზოში გაგრძელდა.
შსს-ში აცხადებენ, რომ საქმე აღძრულია სხეულის განზრახ მსუბუქად დაზიანებით.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ინციდენტს არ უარყოფს, თუმცა, ჩხუბის მიზეზს არ ასახელებს.