18 ნოემბერი 2024,   00:39
ვრცლად
"ტურანდოტი" - თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე ჯაკომო პუჩინის უკანასკნელი ნაწარმოები შესრულდება

პირველად თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ჯაკომო პუჩინის უკანასკნელი ნაწარმოები შესრულდება. " ტურანდოტი", მსოფლიო აღიარების შემდეგ, თბილისში იდგმება.

საინტერესო შინაარსის გარდა, სპექტაკლი მისი ვიზუალური და მუსიკალური გაფორმებითაც დღემდე ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ოპერად ითვლება.

პრემიერამდე ორ კვირაზე ნაკლები რჩება. "ტურანდოტს" მუსიკოსები თბილისია ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე სეზონზე სულ 6-ჯერ შეასრულებენ.

თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე პირველად ჯაკომო პუჩინის " ტურანდოტი"  25 მარტს შესრულდება. სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც თბილისის თეატრის სოლისტები, ასევე მოწვეული მუსიკოსებიც.

დღის ამბები