სპეციალურმა კომისიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების 12 კანდიდატი შეარჩია. სწორედ მათგან უნდა შეარჩიოს მოგვიანებით ოთხი პარლამენტმა. კონკურის მეორე ეტაპზე გასულთა რიცხვში მოხვდა ზაზა შათირიშვილი - სწორედ ის იყო დაახლოებით 10 დღის წინ პარლამენტში დაპირისპირების მიზეზი, რასაც წინ უძღოდა მასთან დაკავშირებით გამართული საიდუმლო შეხვედრა.
14-კაციანი სიიდან, ხმების საჭირო რაოდენობა მხოლოდ ორმა ვერ მოაგროვა.