18 ნოემბერი 2024,   00:46
ვრცლად
"აღნიშნული ცალსახად უარყოფითად აისახება საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე" - C.T.Park-ი განცხადებას ავრცელებს

ხელშეკრულების გაუქმების შემდეგ, კომპანია „სითი პარკი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილება უარყოფითად აისახება საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე.

კომპანიის განცხადებაში წერია, რომ ეს არ აღელვებთ „ძალაუფლების მქონე ბიუროკრატებს“ და ისინი მხოლოდ საკუთარი კერძო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ.

„კახა კალაძის გუშინდელი განცხადება შპს „სითი პარკ“-თან გაფორმებული ხელშეკრულების ცალმხრივი შეწყვეტის შესახებ არის უკანონო, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება და საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ ეპყრობა საქართველოს ხელისუფლება უცხოელ ინვესტორებს.

"მთელი სახელმწიფო აპარატი, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს ჩათვლით, გამოყენებულ იქნა კონკრეტული ძალების მიერ და მოქმედებდა კოორდინირებულად, „სითი პარკ“-ის საქართველოდან უკანონოდ გაძევების მიზნით. ხელისუფლება მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად, უგულებელყოფდა ინვესტორის მხრიდან სისტემატურ კომუნიკაციას და იმ გარემოებას, რომ ამჟამად მიმდინარეობს ორი სასამართლო პროცესი, რომელშიც შპს „სი-ტი პარკი“ დავობს მის მიმართ კანონდარღვევის აბსურდული ბრალდებების საკითხზე.

„სითი პარკი“ განიხილავს ყველა შესაძლებლობას და მიმართავს ყველა საშუალებას, რომელსაც მას ანიჭებს ქართული და საერთაშორისო სამართალი. კომპანიის მფლობელები ასევე გაავრცელებენ ამ ინფორმაციას ისრაელის და საერთაშორისო ბიზნეს საზოგადოებაში. აღნიშნული ცალსახად უარყოფითად აისახება საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე, რაც, როგორც ჩანს, არ აღელვებთ ძალაუფლების მქონე ბიუროკრატებს, რომლებიც მოქმედებენ საკუთარი კერძო ინტერესებიდან გამომდინარე""-ნათქვამია „სითი პარკის“ განცხადებაში.

დღის ამბები