18 ნოემბერი 2024,   00:40
ვრცლად
პრემიერმა ჯანდაცვის მინისტრს სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არსებული მდგომარეობის შესწავლა დაავალა

საქართველოს პრემიერმა სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არსებული მდგომარეობის შესწავლა ჯანდაცვის მინისტრს დაავალა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილი, სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში შექმნილ მძიმე მდგომარებას გამოეხმაურა და დავით სერგეენკოს, პრობლემების მოსაგვარებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.

„სახალხო დამცველის მიერ გამოტანილი ინფორმაცია იყო ჩემთვისაც საგანგაშო. მინდა, ბატონ დავით სერგეენკოს ვთხოვო, მაქსიმალურად დავინტერესდეთ ამ მიმართულებით დაწესებულებებში არსებული მდგომარეობით.

მე მივესალმები, რომ თქვენ რეაგირება მოახდინეთ და მივლინებულია სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც დროებითი მართვის რეჟიმში მართავს ამ დაწესებულებას, მაგრამ მინდა ასევე გთხოვოთ, რომ ყველა ამ ტიპის დაწესებულებაზე განსაკუთრებული კონტროლი დავაწესოთ იმ კუთხით, რომ იქ არიან უმწეო ადამიანები, მათ არ ძალუძთ საკუთარი მდგომარეობის შესახებ ასე ღიად საუბარი და მოიტანონ ჩვენამდე ინფორმაცია და მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს,"-განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები