18 ნოემბერი 2024,   00:50
ვრცლად
სვანეთისა და რაჭა-ლეჩხმუმის მოსახლეობა ჰესების მშენებლობას თბილისში აპროტესტებს

ამ წუთებში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ თბილისში საპროტესტო აქცია იმართება. რაჭა-ლეჩხმუმ-სვანეთის მოსახლეობა დედაქალაქში შეიკრიბა.

მათი მთავარი მოთხოვნაა ჰესების მშენებლობაზე უარის თქმა. მოსახლეობის თქმით, ჰესების მშენებლობა მოსახლეობას საფრთხეს უქმნის.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მთავრობას არასწორი ენერგოპოლიტიკა აქვს.

ამ წუთებში მოსახლეობა აზიის განვითარების ბანკის ოფისთან არის შეკრებილი, მოგვიანებით კი აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან, პარლამენტის შენობასთან და "იბიარდის" ოფისთან გადაინაცვლებენ.

 

დღის ამბები