18 ნოემბერი 2024,   00:21
ვრცლად
„ნუ ჩაგვძირავთ“ - ქუთაისში ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ

ქუთაისში ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ. "ნუ ჩაგვძირავთ," "არა ნამოხვან ჰესს! არა ტვიშ ჰესს!" "გადავარჩინოთ ქუთაისი " - ამ მოწოდებებით აქცია ქუთაისში ჯაჭვის ხიდთან გაიმართა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, დაუშვებელია მდინარე რიონზე ჰესების მშენებლობა რადგან განადგურება ემუქრება ათამდე სოფელს, ასევე საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რომელთა ნაწილიც მდინარე რიონის სანაპიროზეა განთავსებული.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებს მოუწოდებენ შეაჩერონ ჰესების პროექტები. აქციას ქუთაისის მოსახლეობა და არასამთავრობო სექტორიც შეუერთდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები