იქნება თუ არა წელს მაინც, საქართველოს ბიუჯეტისთვის მომგებიანი Check in Georgia-ეს გაირკვევა ზაფხულში. მაშინ, როდესაც შარშან ფესტივალისთვის დახარჯული 28 მილიონიდან, მოგება მხოლოდ სამი მილიონი იყო, მთავრობამ მისი გაგრძელება მაინც გადაწყვიტა.
წლევანდელი ბიუჯეტი კი 20 მილიონი ლარი იქნება-ამის შესახებ განცხადება ეკონომიკის მინისტრმა პროექტის 2018 წლის პრეზენტაციაზე გააკეთა.
მისივე ინფორმაციით, წლევანდელი Check-in Georgia-ს ქოლგის ქვეშ გაერთიანდა თითქმის ყველა მასშტაბური ფესტივალი.
„Check-in Georgia-ზე მოგებაზე არ ითვლება. თვითონ ფესტივალის და ფესტივალების დანიშნულება ერთის მხრივ არის კულტურული ცხოვრების გამოცოცხლება და ეს არის ასევე შიდა ტურიზმის განვითარება“-განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.