ხმაურია ქუთაისში გაფრინდაშვილის ქუჩაზე. მოსახლების განცხადებით, ადგილზე 2 წლის წინ შეიცვალა წყლის მილები, ახლა კი ახალი თურქული კომპანია ქუჩას ისევ თავიდან თხრის და მილების შეცვლას აპირებს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სხვა ქუჩების მსგავსად, სმკ სამუშაოებს დაიწყებს და შემდეგ კი გზის საფარის აღდგენა აღარ მოხდება.
მოსახლეობამდე ასვლას ვეღარ შეძლებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებიც.
ადგილზე იმყოფებიან კომპანია სმკ-ს წარმომადგენლები. მათი თქმით გაფრინდაშვილის ქუჩაზე წყლის მილები დაზიანებულია და ამიტომ ხდება მათი შეცვლა, თუმცა მოსახლეობა ამის საშუალებას მათ არ აძლევთ.
ამ დროისთვის გაფრინდაშვილის ქუჩაზე სამუშაოები შეწყვეტილია.