"ყველა ჩვენგანი დასაქმებისუნარიანია” - ამ სახელწოდებით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ოთხი პროექტის შედეგები და მიღწევები წარმოადგინა. პროექტების ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და რთულად მისადგომ ადგილებში მცხოვრები ადამიანების დასაქმების პრობლემების გადასაჭრელად ინოვაციური მიდგომები შემუშავდა. ასევე ხელი შეეწყო აგრო და ოჯახური ბიზნესის განვითარებას. 2014 წლიდან დღემდე ევროკავშირს 80 მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი საქართველოში დასაქმების პრობლემების მოსაგვარებლად.