თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი თბილისში დაანონსებულ საპროტესტო აქციას სავარაუდოდ 19 მარტიდან დაიწყებს. მალხაზ მაჩალიკაშვილის ინფორმაციით, თარიღის გადაწევა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის შეფერხებას უკავშირდება.
სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილის მამა უკვე გაეცნო ორგანიზაცია EMC- ის მიერ გამოქვეყნებული ექსპერტიზის პირველად შედეგებს, რომელიც მისი თქმით სახელმწიფო სტრუქტურების მიერ რამდენიმე მიმართულებით ჩატარებული ექსპერტიზის პასუხებს ეჭვქვეშ აყენებს. მათ შორის არის საქმეში სუს-ის მიერ მთავარი მტკიცებულების, ხელყუმბარის განადგურების საკითხიც.
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის დეტალების შესწავლას ოჯახის ადვოკატები და დამოუკიდებელი ექსპერტები ამ დრომდე აგრძელებენ.